ინტელის ძირითადი სასწავლო კურსი
პროექტებით სწავლება
Friday, May 8, 2015
მეცხრე დღის რეფლექსია
დღეს ტრენინგის ბოლო დღე იყო. ვინაიდან წინა ტრენინგზე ინტერნეტი არ იყო, დღეს ავტვირთეთ და გამოვაქვეყნეთ ჩვენი ნამუშევრები ბლოგზე. შემდეგ კი მოვახდინეთ პროექტების პრეზენტაცია,რომელიც ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა. შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები,მივეცით რჩევები და რეკომენდაციები. შემაჯამებელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო. ტრენინგით ძალიან კმაყოფილი ვარ, აქ მიღებული ცოდნა სასწავლო პროცესის წარმართვაში დაგვეხმარება. უღრმესი მადლობა ქალბატონ ლალის!
Saturday, April 25, 2015
მეშვიდე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეშვიდე დღე განვლილი მასალის გამეორებით დავიწყეთ,გადავათვალიერეთ ჩვენი შესრულებული დავალებები,მივიღეთ რჩევები ქალბატონი ლალისგან. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ინტელის ბიბლიოთეკიდან შეფასების რუბრიკების გაცნობა. ასევე მუშაობა გავაგრძელეთ ჩვენი პროექტის გეგმის შაბლონში, შევავსეთ სასწავლო პროცედურების გრაფა, ანუ აღვწერეთ პროექტის მიმდინარეობა. დღე ქტექნოლიგიური სიახლეებითაც იყო დატვირთული.
Friday, April 24, 2015
მეექვსე დღის რეფლექსია
ტრენინგ კურსის მეექვსე დღე ძალიან ნაყოფიერი და ინფორმაციულად დატვირთული იყო. შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის სიმულაცია და მოვახდინეთ ამ ნაშრომის ადაპტირება. ვიმუშავეთ სახელმძღვანელოს მეხუთე მოდელზე,შეფასების რუბრიკებზე.
Thursday, April 23, 2015
Saturday, April 18, 2015
მე-5 დღის რეფლექსია
ტრენინგ-კურსის მეხუთე დღე სიახლეებითა და ინფორმაციებით დატვირთული იყო. ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოზე, გავაგრძელეთ პროექტის გეგმის შაბლონის შევსება. დავასრულეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციაზე მუშაობა და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. ასევე გავეცანით საავტორო უფლებების დაცვით როგორ უნდა მოვიძიოთ და გამოვიყენოთ რესურსები ინტერნეტიდან. მომდევნო ტრენინგ დღისთვის მივიღეთ დავალებები.
Tuesday, April 14, 2015
მეოთხე დღის რეფლექსია
ინფორმაციულად და შინაარსობრივად ძალიან ნაყოფიერი დღე იყო. განვიხილეთ მეორე მოდული, კერძოდ ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებზე, მივეცით ერთამანეთს რჩევები და შენიშვნები. დავიწყეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციის აწყობა.
Subscribe to:
Posts (Atom)