Friday, May 8, 2015
მეცხრე დღის რეფლექსია
დღეს ტრენინგის ბოლო დღე იყო. ვინაიდან წინა ტრენინგზე ინტერნეტი არ იყო, დღეს ავტვირთეთ და გამოვაქვეყნეთ ჩვენი ნამუშევრები ბლოგზე. შემდეგ კი მოვახდინეთ პროექტების პრეზენტაცია,რომელიც ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა. შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები,მივეცით რჩევები და რეკომენდაციები. შემაჯამებელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო. ტრენინგით ძალიან კმაყოფილი ვარ, აქ მიღებული ცოდნა სასწავლო პროცესის წარმართვაში დაგვეხმარება. უღრმესი მადლობა ქალბატონ ლალის!
Saturday, April 25, 2015
მეშვიდე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეშვიდე დღე განვლილი მასალის გამეორებით დავიწყეთ,გადავათვალიერეთ ჩვენი შესრულებული დავალებები,მივიღეთ რჩევები ქალბატონი ლალისგან. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ინტელის ბიბლიოთეკიდან შეფასების რუბრიკების გაცნობა. ასევე მუშაობა გავაგრძელეთ ჩვენი პროექტის გეგმის შაბლონში, შევავსეთ სასწავლო პროცედურების გრაფა, ანუ აღვწერეთ პროექტის მიმდინარეობა. დღე ქტექნოლიგიური სიახლეებითაც იყო დატვირთული.
Friday, April 24, 2015
მეექვსე დღის რეფლექსია
ტრენინგ კურსის მეექვსე დღე ძალიან ნაყოფიერი და ინფორმაციულად დატვირთული იყო. შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის სიმულაცია და მოვახდინეთ ამ ნაშრომის ადაპტირება. ვიმუშავეთ სახელმძღვანელოს მეხუთე მოდელზე,შეფასების რუბრიკებზე.
Thursday, April 23, 2015
Saturday, April 18, 2015
მე-5 დღის რეფლექსია
ტრენინგ-კურსის მეხუთე დღე სიახლეებითა და ინფორმაციებით დატვირთული იყო. ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოზე, გავაგრძელეთ პროექტის გეგმის შაბლონის შევსება. დავასრულეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციაზე მუშაობა და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. ასევე გავეცანით საავტორო უფლებების დაცვით როგორ უნდა მოვიძიოთ და გამოვიყენოთ რესურსები ინტერნეტიდან. მომდევნო ტრენინგ დღისთვის მივიღეთ დავალებები.
Tuesday, April 14, 2015
მეოთხე დღის რეფლექსია
ინფორმაციულად და შინაარსობრივად ძალიან ნაყოფიერი დღე იყო. განვიხილეთ მეორე მოდული, კერძოდ ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებზე, მივეცით ერთამანეთს რჩევები და შენიშვნები. დავიწყეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციის აწყობა.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი შეკითხვა
თემატური შეკითხვეები
შინაარსობრივი შეკითხვები
- რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი წარსულის შესწავლა?
თემატური შეკითხვეები
- როგორ პოლიტიკურ გარემოში ვრცელდებოდა თავდაპირველად ქრისტიანობა?
- რამდენად მნიშვნელოვანია ასკეტური ცხოვრება ქრისტიანობაში?
- რატომ არის მნიშვნელოვანი ასურელი მამების ღვაწლის შესწავლა?
- რა წვლილი შეიტანეს ასურელმა მამებმა ქრისტიანობის განმტკიცებაში?
შინაარსობრივი შეკითხვები
- რომელ საუკუნეში მოღვაწეობდნენ ასურელი მამები საქართველოში?
- ჩამოთვალეთ ასურელ მამათა სახელები?
- რამდენი მონასტერია დაარსებული ასურელი მამების მიერ კახეთში?
Saturday, April 4, 2015
მესამე დღის რეფლექსია
ტრენინგ კურსის მესამე დღე ინფორმაციებითა და სიახლებიით დატვირთული იყო. ვიმუშავეთ გუგლ დრაივში, დავასრულეთ ბროშურების შედგენა და გავაკეთეთ კომენტარები. პროექტის გეგმაში შევიტანეთ ესგ-ს სტანდარტები, ბლოგებზე გამოვაქვეყნეთ მისაღწევი მიზნები და შედეგები,
პროექტის სასწავლო მიზნები / სწავლის შედეგები
მოსწავლეები შეძლებენ:
- მოიძიონ და დაამუშაონ ინფორმაცია ასურელი მამების საქართველოში მოღვაწეობის შესახებ;
- მოაწყონ ექსკურსიები ასურელი მამების მიერ დაარსებულ მონასტრებში,გაეცნონ ბერების ცხოვრებას,გადაიღონ სურათები;
- გააცნობიერონ და გააანალიზონ ასურელი მამების ღვაწლი ქრისტიანობის განმტკიცებაში;
- მოპოვებული მასალის საფუძველზე დაამუშაონ თემები, შექმნან ბლოგები, გააკეთონ პრეზენტაციები;
Friday, April 3, 2015
ჩემი პროექტის იდეა
ასურელი მამები საქართველოში
რატომ არის საჭირო ვიცოდეთ წარსული ისტორია?
პროექტის იდეაა ცამეტი ასურელი მამის ღვაწლის გაცნობა და შეფასება ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცებაში. თემაზე მუშაობისას მოსაწავლეები გაეცნობიან კონკრეტულ ისტორიულ პერიოდს საქართველოს ისტორიაში ( მე-6 საუკუნე) . მოიძიებენ და დაამუშავებენ თემებს მამების მოღვაწეობის შესახებ. მოაწყობენ ექსკურსიებს მათ მიერ დაარსებულ რამდენიმე სამონასტრო კომპლექსში.
რატომ არის საჭირო ვიცოდეთ წარსული ისტორია?
პროექტის იდეაა ცამეტი ასურელი მამის ღვაწლის გაცნობა და შეფასება ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცებაში. თემაზე მუშაობისას მოსაწავლეები გაეცნობიან კონკრეტულ ისტორიულ პერიოდს საქართველოს ისტორიაში ( მე-6 საუკუნე) . მოიძიებენ და დაამუშავებენ თემებს მამების მოღვაწეობის შესახებ. მოაწყობენ ექსკურსიებს მათ მიერ დაარსებულ რამდენიმე სამონასტრო კომპლექსში.
Friday, March 27, 2015
პირველი დღის რეფლექსია
დღეს, 27 მარტს დავიწყეთ ინტელის ტრენინგ კურსი. ტრენინგის მონაწილეები კურსის დასაწყისშივე გავეცანით ბევრ საინტერესო ინფორმაციას,ვისწავლეთ ელექტრონულ სახელმძღვანელოზე მუშაობა,შევქმენით ბლოგი. სამუშაო პროცესი ძალიან ნაყოფიერად წარიმართა. შევიმუშავეთ მომავალი ტრენინგ დღის გეგმაც.
Subscribe to:
Posts (Atom)