Saturday, April 25, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეშვიდე დღე განვლილი მასალის გამეორებით დავიწყეთ,გადავათვალიერეთ ჩვენი შესრულებული დავალებები,მივიღეთ რჩევები ქალბატონი ლალისგან. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ინტელის ბიბლიოთეკიდან შეფასების რუბრიკების გაცნობა. ასევე მუშაობა გავაგრძელეთ ჩვენი პროექტის გეგმის შაბლონში, შევავსეთ სასწავლო პროცედურების გრაფა, ანუ აღვწერეთ პროექტის მიმდინარეობა. დღე ქტექნოლიგიური სიახლეებითაც იყო დატვირთული.

Friday, April 24, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია

ტრენინგ კურსის მეექვსე დღე ძალიან ნაყოფიერი და ინფორმაციულად დატვირთული იყო. შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის სიმულაცია და მოვახდინეთ ამ ნაშრომის ადაპტირება. ვიმუშავეთ სახელმძღვანელოს მეხუთე მოდელზე,შეფასების რუბრიკებზე.

Saturday, April 18, 2015

მე-5 დღის რეფლექსია

ტრენინგ-კურსის მეხუთე დღე სიახლეებითა და ინფორმაციებით დატვირთული იყო. ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოზე, გავაგრძელეთ პროექტის გეგმის შაბლონის  შევსება. დავასრულეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციაზე მუშაობა და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.  ასევე  გავეცანით საავტორო უფლებების დაცვით როგორ უნდა მოვიძიოთ და გამოვიყენოთ რესურსები ინტერნეტიდან. მომდევნო ტრენინგ დღისთვის მივიღეთ დავალებები.

Tuesday, April 14, 2015

პორტფოლიოს პრეზენტაცია

მეოთხე დღის რეფლექსია

ინფორმაციულად   და  შინაარსობრივად ძალიან ნაყოფიერი დღე იყო. განვიხილეთ მეორე მოდული, კერძოდ ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებზე, მივეცით ერთამანეთს რჩევები და შენიშვნები. დავიწყეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციის აწყობა.

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები

ზოგადი  შეკითხვა


  • რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი წარსულის შესწავლა?



თემატური  შეკითხვეები

  • როგორ პოლიტიკურ გარემოში ვრცელდებოდა თავდაპირველად ქრისტიანობა?
  • რამდენად მნიშვნელოვანია ასკეტური ცხოვრება ქრისტიანობაში?
  • რატომ არის მნიშვნელოვანი ასურელი მამების ღვაწლის შესწავლა?
  • რა წვლილი შეიტანეს   ასურელმა მამებმა ქრისტიანობის განმტკიცებაში?




შინაარსობრივი  შეკითხვები

  • რომელ საუკუნეში მოღვაწეობდნენ ასურელი მამები საქართველოში?
  • ჩამოთვალეთ ასურელ მამათა სახელები?
  • რამდენი მონასტერია დაარსებული ასურელი მამების მიერ კახეთში?


Saturday, April 4, 2015

მესამე დღის რეფლექსია

ტრენინგ კურსის მესამე დღე ინფორმაციებითა და სიახლებიით დატვირთული იყო. ვიმუშავეთ გუგლ დრაივში, დავასრულეთ ბროშურების შედგენა და გავაკეთეთ კომენტარები. პროექტის გეგმაში შევიტანეთ ესგ-ს სტანდარტები, ბლოგებზე გამოვაქვეყნეთ მისაღწევი მიზნები და შედეგები,

პროექტის სასწავლო მიზნები / სწავლის შედეგები

მოსწავლეები შეძლებენ:


  • მოიძიონ და დაამუშაონ ინფორმაცია ასურელი მამების საქართველოში მოღვაწეობის  შესახებ;
  • მოაწყონ ექსკურსიები ასურელი მამების მიერ დაარსებულ მონასტრებში,გაეცნონ ბერების ცხოვრებას,გადაიღონ სურათები;
  • გააცნობიერონ და გააანალიზონ  ასურელი მამების ღვაწლი ქრისტიანობის განმტკიცებაში;
  • მოპოვებული მასალის საფუძველზე დაამუშაონ თემები, შექმნან ბლოგები, გააკეთონ პრეზენტაციები;









Friday, April 3, 2015

მეორე დღის რეფლექსია

ტრენინგ კურსის მეორე დღე ძალიან ნაყოფიერი იყო.  განვიხილეთ მონაწილეთა პროექტების იდეები, გავაკეთეთ კომენტარები ბლოგებზე, მივეცით ერთმანეთს რჩევები. ვიმუშავეთ ბროშურების შექმნაზე. ტრენინგი უფრო საინტერესო ხდება. მიღებული ცოდნა ძალიან გამომადგება სასწავლო პროცესში.

ჩემი პროექტის იდეა

ასურელი მამები საქართველოში

რატომ არის საჭირო ვიცოდეთ წარსული ისტორია?

პროექტის  იდეაა ცამეტი ასურელი მამის ღვაწლის გაცნობა და შეფასება ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცებაში. თემაზე მუშაობისას მოსაწავლეები გაეცნობიან კონკრეტულ ისტორიულ პერიოდს საქართველოს ისტორიაში ( მე-6 საუკუნე) . მოიძიებენ და დაამუშავებენ თემებს მამების მოღვაწეობის შესახებ. მოაწყობენ ექსკურსიებს მათ მიერ დაარსებულ რამდენიმე სამონასტრო კომპლექსში.